
ბლოკჩეინი და სამართალი
2020-07-15
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე ბლოკჩეინისა და სამართლის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის შესახებ თემის პრეზენტაცია გამართა ოჩამჩირიდან დევნილმა ახალგაზრდამ - ირაკლი კაკუბავამ, რომელიც ამჟამად ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის (აშშ) დოქტორანტია.
შეხვედრა გახსნა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, უნივერსიტეტს არ შეუწყვეტია მუშაობა და, ონლაინ-სწავლებასთან, ერთად ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებსა და ჩატარდა მრავალი ღონისძიება.
რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარება მუდმივი პროცესი, რომელიც გვერდს ვერ აუვლის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. საამისოდ საჭიროა, უნივერსიტეტი ფეხს უწყობდეს სიახლეებს და, რიგ შემთხვევაში, თვითონ ახდენდეს სიახლეების ინიციირებას. მან აუდიტორიას გააცნო მომხსენებელი და აღნიშნა, რომ ასეთი პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები უნდა ჰქმნიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ მომავალს, მით უფრო, რომ ბატონი ირაკლი თავად აფხაზეთიდანაა.
მომხსენებელმა მსმენელთ ბლოკჩეინის იდეის წარმოშობის ისტორია და მისი არსი გააცნო. მიმოიხილა ამ ფინანსურ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები. ამასთანავე ისაუბრა იმ პოზიტიურ შედეგებზე, რაც შეიძლება ამ ტექნოლოგიამ სახელმწიფოს მოუტანოს და ესტონეთის სახელმწიფოს წარმატებული პრეცენდენტი მოიყვანა მაგალითად.
ბატონმა ირაკლიმ შეეხო ამ თემის შესახებ სალექციო კურსის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მომზადების პერსპექტივასაც.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
