
„განათლების თანამედროვე პარადიგმები“ ჯემალ ჯინჯიხაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინიციატივით ინტერდისციპლინარული სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია
„განათლების თანამედროვე პარადიგმები“ გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მეცნიერის პროფესორ ჯემალ
ჯინჯიხაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს
მიეძღვნა. კონფერენცია 2020 წლის 25 ივლისს, ონლაინ რეჟიმში Zoom პლატფორმაზე
ჩატარდა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. რექტორმა, მისასალმებელ
სიტყვაში, მხცოვან მეცნიერს იუბილე
მიულოცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა. მსოფლიო პანდემიის პირობებში აკადემიური
პერსონალის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა გნსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მივესალმები სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის
გაფართოებას ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში - აღნიშნა რექტორმა.
პროფესორ
ჯემალ ჯინჯიხაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს და სამეცნიერო-პრაქტიკული
კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,
ნინო თოფურიძემ, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია ახალაძემ, ჟურნალ
„მასწავლებლის“ მთავარმა რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა ნესტან კეკელიამ და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ შინჯიაშვილმა. ჯემალ ჯინჯიხაძის
შემოქმედებაზე ისაუბრეს: თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა ნინო ნახუცრიშვილმა, ლია ახალაძემ, თამარ შინჯიაშვილმა და სხვებმა.
ლევან ჯინჯიხაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და მომხსენებელებს
წარმატებები უსურვა. ამაღელვებელი იყო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა, ახლა უკვე
სკოლის მასწავლებლების ანი კაპანაძისა
და ნინო გვარაძისა და მისალმება მშობლიური
უნივერსიტეტისა და პედაგოგებისადმი.
კონფერენციის თემატიკა განათლების მიმართულების
თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა: მასწავლებელთა განათლება, ინკლუზიური
განათლება, განათლების პოლიტიკა, სასკოლო განათლება, ადრეული განათლება,
დისტანციური
სწავლება, სწავლა/სწავლების მეთოდიკა, შეფასების მეთოდები და ა. შ. წარმოდგენილი მოხსენებები ოთხ სექციაში გადანაწილდა პლენარული
სექცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს დაეთმო:
მედიაწიგნიერება დისტანციური სწავლების დიზაინში, საქართველოს კულტურული
მრავალფეროვნების სწავლების ინტერდისციპლინარული მოდელი, სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო პრაქტიკის კონცეფცია, მუზეუმისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა სასწავლო პრაქტიკის ხარისხის უზრუნველყოფისათვის, მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო პროცესი, ფუნქციონირების, შესაძლებლობის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის
საერთაშორისო კლასიფიკაცია.
სექციური მუშაობა თანამედროვე ქართული
საგანმანათლებლო სისტემის პრობლემურ თემებს მიეძღვნა. პირველი სექციის თემატიკა
საუნივერსიტეტის განათლებაში განმავითარებელი შეფასების დარნგვასა და ევროკავშირის Erasmis + საგრანტო პროექტის
ASSET-ის იდეებისა და შედეგების დისემინაციას
ეხებოდა. მეორე სექციაზე განხილული
იყო ქართულ
განათლებაში დისტანციური სწავლებისა
და ინკლუზიური განათლების გამოწვევები,
პრობლემები და მოლოდინები, ხოლო მესამე სექციის
მოხსენებათა თემატიკა პედაგოგიკისა და სწავლა//სწავლების აქტუალური პრობლემებით
განისაზღვრა.
კონფერენციის
მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად
მონაწილეობდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის,
ჟურნალ „მასწავლებლის“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამცხე - ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის,
აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტის სკოლასთან თანამშრომლობის
თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა
კერძო სკოლა „აისის“, რუსთავის ლევან
გოთუას სახელობის N17 საჯარო სკოლის, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა–გიმნაზიის, ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“, ქართულ - იტალიური სკოლა „ცისკარის“
ჩართულობას და სასკოლო პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების
გაზიარებას.
კონფერენციის მუშაობა შეჯამდა სექციების ხელმძღვანელთა (ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, მაია ფირჩხაძე, რუსუდან ფიფია) შეხვედრაზე. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით რეკომენდირებულ მოხსენებებათა თეზისები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო მოხსენებები დაიბეჭდება.
განათლების თანამედროვე პარადიგმები.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
