სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2020-08-08

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, სტუდენტებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, გმირთა სულების პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი,  დაიჭრა - 1747, სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია წარსულ დროში საუბარი პატრიოტებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ქვეყანა და ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი