
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2020
წლის 2 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, გრანტების მენეჯერი
ნიკოლოზ ჩაჩხიანი და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის
კოორდინატორი ანი აბულაძე სამუშაო ვიზიტით
ეწვივნენ. ცნობილია, რომ 2020 წლის 9 ივლისიდან
სსუ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
(USAID) საბაზისო განათლების პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც სააგენტო სამხრივი მიმართულების
კვლევით
ინსტიტუტსა
(RTI International) და
საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამის
ხელმძღვანელები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებთან
დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ. სტუმრებს მასპინძლობა უნივერსიტეტის
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გაუწია, რომელმაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის განსხვავებულ მისიაზე და იმ
პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ამ უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრს ქართული
და აფხაზური საზოგადოების, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საკითხში გააჩნია. რექტორმა
სტუმრებს გააცნო კონფლიქტების დარეგულირებისა და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის
ახალი ხედვის - „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ძირითადი პრინციპები და ხაზგასმით აღნიშნა,
რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების, კონფლიქტების
უალტერნატივო, მშვიდობიანი მოგვარებისა და დარეგულირების ნებისმიერი გზა განათლებისა
და მეცნიერების განვითარებაზე გადის. შესაბამისად,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი
მეგობარი ქვეყნის აშშ-ს მთავრობისაგან.
პროგრამის
ხელმძღვანელები გაეცნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, პროექტის მენეჯერებსა და წევრებს. პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და პროექტის წევრებთან შეხვედრის გამო და განაცხადა, რომ სოხუმის უნივერსიტეტი პროექტის დაგეგმვიდანვე გათვალისწინებული იყო პროგრამაში და დარწმუნდა, რომ სწორი
გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნინო თოფურიძე, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ლია ახალაძე, ფინანსურ - ადმინისტრაციული მენეჯერი თამარ შინჯიაშვილი და ტრენერები: თეიმურაზ
ორმოცაძე, ლევან კვარაცხელია, ელისაბედ გარაყანიძე, მანანა ბოჭორიშვილი და მაია ფორჩხაძე.
პროექტის წევრებთან კითხვა - პასუხი თავისუფალი დიალოგის
რეჟიმში გაიმართა, განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ყველა საჭირო საკითხი, დაზუსტდა
შემდგომი საქმიანობის დეტალები. შეხვედრის დასასრულს, რექტორმა ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის
მხარდაჭერისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადა
ნენსი პარკსს, ნიკა ჩაჩხიანსა და ანი
აბულაძეს და პროექტის წევრებთან ერთად წარმატებები უსურვა საბაზისო
განათლების
პროგრამის განხორციელების საქმეში.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
