სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები ფართოვდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები ფართოვდება

2020-09-03

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, უკვე კარგად იცნობენ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულს საქართველოში. სსუ-ს პარტნიორული ურთიერთობა აქვს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც   ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება.

 

სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახური (ხელმღვანელი: პროფესორი ინდირა ძაგანია), ინტენსიურად მუშაობს ახალი კავშირების დასამყარებლად.

 

სიხარულით გაცნობებთ, რომ 2020- 2023 სასწავლო წლებისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლორეანის (საფრანგეთი ), ტუშას  (იტალია ) და ვალადოლიდის (ესპანეთი) უნივერსიტეტების ერასმუსის ერთობლივმა პროექტმა (ICM) - დადებითი შეფასება მიიღო.  

 

სსუ-ის სტუდენტებს აქვთ ახალი შესაძლებლობა - შეიძინონ ევროპული განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თანამშრომლებმა კი  გაიზიარონ პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილება. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი