ონლაინ-შეხვედრა პირველ კურსელებთან

ონლაინ-შეხვედრა პირველ კურსელებთან

2020-09-21

2020 წლის 21 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, კოვიდ-19-ს პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების გამო, უნივერსიტეტს მოუწია ტრადიციული ღონისძიებების გაუქმება. ამიტომ ამ პროცესსმა დღეს ონლაინ-რეჟიმში, Zoom-აუდიტორიაში გადაინაცვლა.

 სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე და ფაკულტეტის დეკანები პირველკურსელებს მიესალმნენ და მათ გააცნეს უნივერსიტეტის მისია, მიზნები და ამოცანები, ფაკულტეტებზე მოქმედი პროგრამები, ყურადღება გამახვილდა სასწავლო-გაცვლით პროგრამებზე უცხოეთის უნივერსიტეტებთან.

                     ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენ მაღალი დონის ცოდნა მიიღოთ. იცოდეთ, რომ მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები და ჩემი კაბინეტის კარი თქვენითვის ღიაა, – პირველკურსელებთან შეხვედრისას აღნიშნა რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.  

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი