სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება

2020-11-12

ქვეყანაში COVID-19 ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამცირებს მობილობას და მაქსიმალურად გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

 ამ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით:

 სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს), კურსდამთავრებულებსა და გარეშე პირებს შეეძლებათ განცხადება გამოაგზავნონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან მითითებულ მეილზე: chancellery@sou.edu.ge

 საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ფაკულტეტებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტების მეშვეობით:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი – nsmtp@sou.edu.ge ;

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – bss@sou.edu.ge 

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი – f.law@sou.edu.ge 

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – education@sou.edu.ge 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – humanities@sou.edu.ge          

 მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უზრუნველვყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.

 გთხოვთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ დადგენილი რეგულაციები და ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!

 პატივისცემით,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ადმინისტრაცია

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი