„Erasmus+KA107“ პროექტით სტუდენტთა მობილობა გამოცხადდა

„Erasmus+KA107“ პროექტით სტუდენტთა მობილობა გამოცხადდა

2021-03-17

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის „Erasmus+KA107“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების სტიპენდიის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ალკალას უნივერსიტეტში (მადრიდი/ესპანეთი).

 

სტუდენტთა მობილობა – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს სტუდენტის სასწავლო პროგრამას ალკალას უნივერსიტეტში.

 

Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს 800 ევროს.

განაცხადისა და დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აპრილი.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://www3.uah.es/ka107/2020-21/MainPage.pdf


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ მაია დარასელიას.

ტელეფონი: 995 577 170-727
ელ-ფოსტა: llc@sou.edu.ge

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი