ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი საინფორმაციო კვირეული

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კვირეული

2021-10-16

2021 წლის 15 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტით „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY) დაგეგმილი შეხვედრა სსუ-ის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიმზიდველობაზე, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციაზე, პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY) მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის სსუ-ის გამარჯვება, რადგანაც უნივერსიტეტი, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად გახდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი.

პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. მან მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს, პარტნიორებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი არ იშურებენ საბოლოო წარმატების მისაღწევად. ქალბატონმა ინდირამ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა Erasmus+ ეროვნულ ოფისს ქალბატონი ლიკა ღლონტის ხელმძღვანელობით.

თავის გამოსვლაში ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა კახი კოპალიანმა ყურადღება გაამხვილა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რადგანაც ის განსაზღვრავს მისი საქმიანობის ხარისხსა და პროდუქტიულობას, ისე ზოგადად, საზოგადოების განვითარებისთვის.

დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ამაღლობელმა და ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგმა ნანიკო ცხვედაძემ. მათ ისაუბრეს ქვეყნის 6 რეგიონში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე 37 ორგანიზაციის პრაქტიკის შესწავლისა და გამოკითხული 6329 სტუდენტის მონაცემების ანალიზის შედეგებზე.

დასასრულ, ღონისძიების ორგანიზატორებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us