დოქტორანტ გიორგი ფოჩხუას დისერტაციის დაცვა

დოქტორანტ გიორგი ფოჩხუას დისერტაციის დაცვა

2021-10-28

2021 წლის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 26, IV სართული, ოთახი # 418 - პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სადოქტორო პროგრამის, „გამოყენებითი მათემატიკა“, დოქტორანტი გიორგი ფოჩხუა მათემატიკის სადისერტაციო საბჭოზე დაიცავს დისერტაციას თემაზე: „სოციალური პროცესების აღმწერი დინამიური სისტემების კვლევა“.


სამეცნიერო ხელმძღვანელი: 

თემურ ჩილაჩავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 


ექსპერტები: 

თამაზ ობგაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;

ბაკურ გულუა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.


ოფიციალური რეცეზენტები: 

ჰამლეტ მელაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი; 

თემურ ჯანგველაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

რომეო გალდავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 


დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი