საქართველოს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ვულოცავთ

საქართველოს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ვულოცავთ

2021-11-03

თურქული წარმოშობის სიტყვა „ელჩი“, რომელმაც ჩვენი ენის მდიდარ ლექსიკონში თავისი ადგილი დაიჭირა, ქართულად „საქვეყნო/სახალხო საქმის გამკეთებელს/მცოდნეს“ ნიშნავს. ტევადია თავისი მნიშვნელობით, როგორც ვხედავთ: საქვეყნო და სახალხო საქმის მცოდნეც და შემსრულებელი უნდა იყოს უცხო სახელმწიფოში სამშობლოს ოფიციალური წარმომადგენელი.

ქვეყანას უცხო სახელმწიფოში ხშირად მხოლოდ დიპლომატებით იცნობენ. ამიტომაც, მათ უდიდესი მისია და პასუხისმგებლობაც ეკისრებათ: გააცნონ საკუთარი ქვეყანა უცხოელებს და იქ სამშობლოს დიდი მეგობრები შესძინონ.

მინდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ყველა დიპლომატს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და დღევანდელ რთულ პანდემიურ პირობებში, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა ვუსურვო.

ამასთანავე აქვე აღვნიშნავ, რომ წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომლის ხელმძღვანელები და მოწვეული ლექტორები ჩვენი ქვეყნის გამოცდილი ელჩები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ღრმა და საფუძვლიან ცოდნას მისცემენ ჩვენს მაგისტრანტებს და სამშობლოს ახალ, მაღალ პროფესიონალ და მათი კვალის ღირსეულად გამგრძელებელ ელჩებს-„საქვეყნო/სახალხო საქმის გამკეთებელს/მცოდნეს“ აღუზრდიან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს პროფესიულ დღესასწაულს, კოლეგებო!

 

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი და ელჩი.

.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი