სწავლა ალკალას უნივერსიტეტში

სწავლა ალკალას უნივერსიტეტში

2022-04-07

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამის Erasmus+KA 107-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი შემოდგომის სემესტრისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის   სტუდენტებისთვის სტიპენდიის  მოსაპოვებლად,  რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი, მადრიდი).

 

სტუდენტთა მობილობა – სამივე  საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს  სტუდენტის სასწავლო პროგრამას ალკალას უნივერსიტეტში.

 

Erasmus+ ისევე, როგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს  800 ევროს.

 

ონლაინ განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი.

სასწავლო კურსების  ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://ka107.web.uah.es/2021-22/Courses.pdf

 


დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:

https://ka107.web.uah.es/2021-22/MainPage.pdf

https://ka107.web.uah.es/2021-22/FAQ.pdf

 

ან მიმართეთ  პროექტის ადგილობრივ კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ მაია დარასელიას.

მისამართი: .ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206

ენების ცენტრი

ტელეფონი: 995 322 54 14 11
ელ-ფოსტა: llc@sou.edu.ge .

 

 

 

 

 

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი