საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო სხდომა

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო სხდომა

2022-04-16

2022 წლის 15 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელიც მიესალმა საზოგადოებას და სხდომის დღის წესრიგი გააცნო. აკადემიკოს-მდივანმა, ქალბატონმა ლუბა ბიბილეიშვილმა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, ქალბატონ ნათელა ვასაძის მისასალმებელი წერილი წაიკითხა. პროფესორმა იური პაპასქუამ კი განვლილი საანგარიშგებო წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა.

სხდომის პირველი ნაწილის დასასრულს ზ. ხონელიძემ აკადემიის წევრობის დამადასტურებებლი დიპლომები გადასცა ახლადარჩეულ წევრებს: ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე), ბატონ რაულ ჩილაჩავას (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოეტი, პროფესორი, დევნილი კიევიდან),

ბატონ შალვა კირთაძეს (აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი), ქალბატონ ნინო თოფურიძეს (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი), ბატონ

ბადრი ნაკაშიძეს (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე), ქალბატონ ირმა შიოშვილს (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ბატონ ნუგზარ რუხაძეს (ჟურნალისტი), ბატონ კახა კვაშილავას (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი), ქალბატონ ეკატერინე ენდელაძეს (ქ. თბილისის142-ე საჯარო სკოლის დირექტორი), ბატონ ვაჟა დანელიას (ჟურნალისტი, სოცილოგიის დოქტორი), ბატონ იაგორ ბალანჩივაძეს (აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ბატონ მამული ბუჭუხიშვილს (შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ბატონ ნატო შეროზიას (შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

სხდომის მეორე ნაწილი პროფესორ ზურაბ ხონელიძის გახმაურებული ახალი მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ პრეზენტაცია-განხილვას დაეთმო. ავტორმა დიპლომატიისა და  განათლების პოლიტიკის შერწყმის გზითახალი ხედვა საუნივერსიტეტო დიპლომატია შესთავაზა საზოგადოებასწიგნში გაანალიზებულია მრავალსაუკუნოვან ქართული გამოცდილება  მშვიდობის ძიების პროცესში განათლებისა და დიპლომატიისროგორც სახელმწიფოებრიობის მდგრადი და უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტი.

განსახილველი ნაშრომის შესახებ კომპეტენტური აზრი გამოთქვეს პროეფესორმა იგორ კველსელავამ, პოეტმა გური ოტობაიამ, პროფესორმა ი. პაპასქუამ, რომელმაც განათლების მეცნიერებათა აკადემიას შესთავაზა აღნიშნული მონოგრაფიის წარდგენა საქართველოს ეროვნული პრემიის ნომინაციაზე.

– ბატონი ზურაბ ხონელიძე და მე აბსოლუტური თანამოაზრეები ვართ ყველა იმ საკითხში, რომელზედაც ამ დარბაზში იყო საუბარი – აღნიშნა პოეტმა და პროფესორმა რაულ ჩილაჩავამ. ­– ამასთან ერთად, ჩვენ კოლეგებიც ვართ როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე – დიპლომატიაში. ორივემ ჩვენს სახელმწიფოებს ელჩებადაც ვემსახურეთ. ბატონი ზურაბის მიერ წამოყენებული გზა ძალიან ორიგინალურია. დიპლომატია და განათლება ერთობლივად გვიჩვენებენ გზას მშვიდობისაკენ, რომელიც ახლა ძალიან სჭირდება ჩემს მეორე სამშობლოს – უკრაინას. სასურველია, რომ ამ წიგნში განხილული იდეები მივიდეს ყველა დაინტერესებულ პირამდე, ინსტიტუციამდე, ყველასთან, ვინც უნდა გაიაზროს და შეიარაღდეს ამ საინტერესო ხედვით. მივესალმები წიგნის წარდგენას ეროვნული პრემიის ნომინაციაზე და მას ჩემი რეცენზიითაც გავამყარებ.

საუნივერსიტეტო დიპლომატიის უნიკალურმა იდეამ და ხედვამ ძალზე მაღალი შეფასება და მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან აშშ-დანსაფრანგეთიდანგერმანიიდანპოლონეთიდანჩეხეთიდანუნგრეთიდანისრაელიდანთურქეთიდანრუმინეთიდანუკრაინიდანსსუ-ში უკვე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკარომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს დაეფუძნა.

პროფესორ ხონელიძის ახალი მონოგრაფიის შეძენა წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუასა“ და ბიბლუსის“ ქსელშია შესაძლებელი.


print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us