იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022-05-12

2022 წლის 11 მაისს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (თურქეთი) ვიცე-პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა აჰმეტ ნაიმ ჩიჩექლერმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.


რექტორი ზ. ხონელიძე მიესალმა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდნენ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის წარმომადგენლობის დირექტორი, ბატონი ალი ოღუზჰან იუქსელი და თურქული ენის მასწავლებელი, ქალბატონი გუჩა ქუთათელაძე.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ ასპექტში კი განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ქართულ უნივერსიტეტებში, ზოგადად, და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკრეტულად, თურქოლოგიის მიმართულების განვითარების აუცილებლობას.


ბატონმა აჰმეტ ნაიმ ჩიჩექლერმა დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ იუნუს ემრეს ინსტიტუტი მხარს უჭერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამას და მისთვის ძალიან საინტერესო იყო ისეთი ახალი იდეის შესახებ ინფორმაციის მიღება, როგორიცაა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რადგან იუნუს ემრეს ინსტიტუტის მთავარი მიმართულება სწორედ განათლებისა და კულტურული დიპლომატია.


სტუმრები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორ ინდირა ძაგანიასა და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებს – ასოცირებულ პროფესორ გიორგი ანთელავასა და ასოცირებულ პროფესორ კახა კვაშილავას.


იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს თურქეთს, თურქულ ენას, ისტორიას, მის კულტურასა და ხელოვნებას; ხელი შეუწყოს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და მეგობრობის გაღრმავებას. ინსტიტუტი საზღვარგარეთ დაარსებულ ცენტრებში უცხოელებს ასწავლის თურქულ ენას, ამასთანავე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს კულტურულ და ხელოვნების ღონისძიებებს, მხარდაჭერას უწევს სამეცნიერო საქმიანობას. მას თურქეთის ფარგლებს გარეთ 60-მდე კულტურის ცენტრი აქვს. კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მხარდაჭერას უწევს თურქოლოგიის სპეციალობასა და თურქული ენის სწავლებას. 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us