
სამეცნიერო - აკადემიური კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, განათლება, პოლიტიკა, კულტურის ძეგლები“
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი 2022 წლის 8-9 დეკემბერს გიწვევთ სამეცნიერო-აკადემიურ კონფერენციაზე, „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, განათლება, პოლიტიკა,
კულტურის ძეგლები“, რომელიც მეორედ ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის აკადემიკოს
მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია აფხაზეთის კულტურულ ფასულობების კვლევებით დაინტერესებული ისტორიის, ლიტერატურის, ენის, განათლებისა და კულტურის, პოლიტიკის,
ასევე საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის შიდა ქართლის მთიანეთის (ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები) მკვლევართა შორის სამეცნიერო კომუნიკაცია, სიახლეებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. აფხაზეთის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში არსებული კვლევები მნიშვნელოვან მასალას იძლევა სამეცნიერო განზოგადებისათვის და კონფერენციამ ხელი უნდა შეუწყოს სამეცნიერო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო იქნება აღნიშნული მიმართულებით არსებული თანამედროვე გამოწვევების ანალიზისთვის.
კონფერენცია იმუშავებს შერეული ფორმატით. პირველი დღე დაეთმობა გახსნას, მისალმებას, მთავარ მომხსენებლს და პლენარული სხდომის მონაწილეებს (პირისპირ ფორმატით), ხოლო მეორე დღეს იმუშავებს თემატური სექციები (ონლაინ ფორმატით).
კონფერენციის თემატიკა:
v
მარიამ ლორთქიფანიძე: სამეცნიერო მემკვიდრეობა და მოღვაწეობა; აფხაზეთი და შიდა ქართლის მთიანეთის პრობლემები მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო კვლევებსა და მოღვაწეობაში;
v
აფხაზური ენა, ქართული ენა, ქართულ-აფხაზური ენობრივი პარალელები;
v
ქართული ლიტერატურა, აფხაზური ლიტერატურა, ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობები;
v
აფხაზეთის ისტორია და ეთნოგრაფია;
v
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთი, შიდა ქართლის მთიანეთი/ცხინვალის, ახლაგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები) კულტურული მემკვიდრეობა: კვლევა, დაცვა, პოპულარიზაცია);
v
განათლება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში (აფხაზეთი, შიდა ქართლის მთიანეთი/-ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები);
v
აფხაზეთისა და შიდა ქართლის მთიანეთის (ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები) პრობლემები (სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო მხარდაჭერა, გადაჭრის გზები და ა.შ.
v
ინტერდისციპლინარული კვლევები;
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
პირისპირ- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ონლაინ- Zoom-ის პლატფორმაზე;
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, სურვილის შემთხვევაში აფხაზური;
მოხსენების ფორმა: ზეპირი მოხსენება, პრეზენტაცია.
რეგისტრაციის ფორმა: თეზისების გამოგზავნა ელექტრონული სახით (ქართულ და ინგლისურ ენებზე აუცილებლად, ასევე შესაძლებელია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე).
მნიშვნელოვანი თარიღები:
ü
რეგისტრაცია და თეზისების გაგზავნა: 6 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით. მიღებული თეზისების რეცენზირება - 30 ნოემბრამდე.
ü
ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2022 წლის 2 დეკემბრის
ჩათვლით;
ü
კონფერენციის მუსაობის დღეები: 8 დეკემბერი, 12
საათია გახსნა, სექციების მუსაობა პირისპირ; 9 დეკემბერი სექციების მუშაობა ონლაინ
Zoom- ის პლატფორმაზე.
ü
პრეზენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის ვადა - 2022 წლის 7 დეკემბერი;
ü
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 2022 წლის 20 დეკემბერი;
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართული Sylfaen-ის ფონტში (ზომა -12, ინტერვალი 1, 15); არაუმეტეს 250 სიტყვისა); ინგლისური თარგმანი არანაკლებC1
(Advanced/მაღალი) დონისა, რომელიც აკრეფილი უნდა იყოს Times
New Roman -ის
ფონტში.
თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე (სურვილის შემთხვევაში აფხაზურ ენაზეც) უნდა შეიცავდეს:
- სახლი, გვარი, ინსტიტუცია, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა (Phd და MA სტუდენტებისთვის სავალდებულოა პროგრამის მითითება, სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა).
- ნაშრომის სათაური
- კვლევის მიზანი და აქტუალობა:
- კვლევის მეთოდი:
- ნაშრომის მეცნიერული სიახლე, ან პრაქტიკული მნიშვნელობა:
- საკვანძო სიტყვები ( 5-6 სიტყვა).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა:
ტელეფონი: (+995)
577 17 07 23
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
კონფერენციის საორგანიზაციო საბჭო
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
