სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია  „ჟამთააღმწერელი“  მერვედ გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ჟამთააღმწერელი“ მერვედ გაიმართა

2023-06-29

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის, განათლების მეცნიე­რე­ბათა ფაკულტეტის, მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის ინიცია­ტივით  2023 წლის 23-24 და 28 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ჟამთააღმწერელი“ მერვედ გაიმართა.  კონფერენცია 23 ივნისს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ გახსნა, რო­მე­ლმაც კონფერენციის მონაწილეებს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით წარმატებები უსურცა. სტუდენტებს მიესალმა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ასოც. პროფ. ლია ახალაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძე, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი, ისტორიის მიმართულების მუდმივი პროფესორი ზურაბ პაპასქირი, განათლების მიმართულების პროფესორი იზო ბუხულეიშვილი.

კონფერენციის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტების გა­რდა მონაწილეობდენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბი­­ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამების სტუ­დენტები. სამი დღის მანძილზე მუშაობდა, ისტორიის პოლიტიკური მეცნიერებებისა და სა­­­თაშორისო ურთიერთობების, განათლების მეცნიერებებისა და საერთაშორისო პროე­­ტე­ბის დისემინაციის სექციები.  

საერთაშორისო პროექტების დისემინაციის სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლები ქალბატონები მანანა რატიანი და ეკა კაპანაძე, რომლებმაც მაღალ დონეზე შეაფასეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი