არჩევითი კურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

არჩევითი კურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

2024-01-17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰანოვერის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინაში”. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია ქართველ კურსდამთავრებულებს საშუალება მისცეს წარმატებით ჩააბარონ ცნობილ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე.

პროექტი ითვალისწინებს სსუ-ის ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ფარმაციის, ქიმიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობების სასწავლო კურიკულუმებში არჩევითი კურსის ჩართვას, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსზე რეგისტრირებულ სტუდენტთა შორის აირჩევა ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ: 1) ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობასა და 2) 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას სსუ-ში.

არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ დარეგისტრირება შეეძლებათ ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ფარმაციის სპეციალობების სამაგისტრო და განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება 2024 წლის 20 იანვარს.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი