აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია

აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია

2020-04-23

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა 2020 წლის  23  აპრილს  (17.00 – 19.00)  ჩატაარეს  ონლაინ-კონფერენცია (Zoom), რომელიც მიეძღვნა გენიალური ქართველი მათემატიკოსის, აფხაზეთის მკვიდრის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წლისთავისადმი.

 

კონფერენციის ორგანიზატორები: სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტი,

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (სსუ).

 

ონლაინ-კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:

სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე,

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია,

პროფესორი ჰამლეტ მელაძე (ქართული უნივერსიტეტი,

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი);

პროფესორი  ილია თავხელიძე (თსუ),

პროფესორი ემანუილ აგრესტი (აშშ),

პროფესორი თინათინ დავითაშვილი (თსუ, სან-დიეგოს უნივერსიტეტი),

ასოცირებული პროფესორი ცირა ღვინჯილია (ბათუმის საზღვაო აკადემია, ბათუმი),

ზურაბ მიქაია (მათემატიკის მასწავლებელი, აკად. ილია ვეკუას სახ. 11  სკოლა, ზუგდიდი),

ნინო ტყეშელაშვილი (თსუ),

პროფესორი ოთარ ჭკადუა (სსუ),

სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსი გახარია,

აცოირებული პროფესორი ციალა ძიძიგური,

ასისტენტ-პროფესორი ლეილა სულავა,

სსუ-ს დოქტორანტი გიორგი  ფოჩხუა.

 

პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ წარმოადგინა მოხსენება „გზა შეშელეთიდან მთაწმინდამდე“ (1907-1977).

 

ბატონი ილიას შესახებ მოგონებებით და სიტყვით გამოვიდნენ:  ჰამლეტ მელაძე, ოთარ ჭკადუა, ასოცირებული პროფესორი ციალა ძიძიგური, ილია თავხელიძე, ნინო თოფურიძე, ნესტან კეკელია, ალექსი გახარია.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us