
აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მათემატიკოსებმა 2020 წლის 23 აპრილს (17.00 – 19.00) ჩატაარეს ონლაინ-კონფერენცია
(Zoom), რომელიც მიეძღვნა გენიალური ქართველი მათემატიკოსის,
აფხაზეთის მკვიდრის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 113 წლისთავისადმი.
კონფერენციის ორგანიზატორები:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა
აკადემია, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
(სსუ).
ონლაინ-კონფერენციის მუშაობაში
მონაწილეობდნენ:
სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია,
პროფესორი ჰამლეტ მელაძე
(ქართული უნივერსიტეტი,
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი);
პროფესორი ილია თავხელიძე (თსუ),
პროფესორი ემანუილ აგრესტი
(აშშ),
პროფესორი თინათინ დავითაშვილი
(თსუ, სან-დიეგოს უნივერსიტეტი),
ასოცირებული პროფესორი
ცირა ღვინჯილია (ბათუმის საზღვაო აკადემია, ბათუმი),
ზურაბ მიქაია (მათემატიკის
მასწავლებელი, აკად. ილია ვეკუას სახ. 11 სკოლა,
ზუგდიდი),
ნინო ტყეშელაშვილი (თსუ),
პროფესორი ოთარ ჭკადუა
(სსუ),
სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოადგილე ალექსი გახარია,
ასოცირებული პროფესორი ციალა ძიძიგური,
ასისტენტ-პროფესორი ლეილა
სულავა,
სსუ-ს დოქტორანტი გიორგი ფოჩხუა.
პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ
წარმოადგინა მოხსენება „გზა შეშელეთიდან მთაწმინდამდე“ (1907-1977).
ბატონი ილიას შესახებ მოგონებებით
და სიტყვით გამოვიდნენ: ჰამლეტ მელაძე, ოთარ
ჭკადუა, პროფესორი ციალა ძიძიგური, ილია თავხელიძე, ნინო თოფურიძე, ნესტან კეკელია, ალექსი გახარია.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
