სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ეწვია
2021 წლის 29 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ქალბატონი ნანა გაბელია ეწვია.
სტუმარი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს შეხვდა.
მინისტრი გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით. საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და გააქტიურებას.
უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა, მათ სამომავლო სტაჟირებების და სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერაზე ესაუბრა. ქალბატონმა მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო სამინისტროს მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, რომელშიც მათ აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
მინისტრის მიერ შემოთავაზებულმა საინტერესო გეგმებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
News
Be always with us, join us on our Facebook page
