სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ეწვია

2021-10-30

2021 წლის 29 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუსტიციისა დასამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ქალბატონი ნანა გაბელია ეწვია.

 

სტუმარი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს შეხვდა.

მინისტრი გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით. საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და გააქტიურებას.

 

უნივერსიტეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა, მათ სამომავლო სტაჟირებების და სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერაზე ესაუბრა. ქალბატონმა მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო სამინისტროს მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქოინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, რომელშიც მათ აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

მინისტრის მიერ შემოთავაზებულმა საინტერესო გეგმებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი