შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

2022-03-23

2022 წლის 21 მარტს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მეორე წელია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ხორციელდება ერთობლივი პროექტი — საერთაშორისო სეზონური სკოლა აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში.

პროექტის ხელმძღვანელთან, თეა ქართველიშვილთან და პროექტის კოორდინატორთან, ირინა გოგონაიასთან შეხვედრისას  საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებს, დაისახა სამომავლო პერსპექტივები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ხაზი გაუსვა მეცნიერების, განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გადამწყვეტ როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us