ქალაქ თბილისის მერიის სტიპენდიით წარმატებული მაგისტრანტები დაჯილდოვდნენ

ქალაქ თბილისის მერიის სტიპენდიით წარმატებული მაგისტრანტები დაჯილდოვდნენ

2022-04-28

2022 წლის 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ კახა კალაძის სახელით, საზეიმო ვითარებაში ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებულ მაგისტრანტებს – ქრისტინე ზაქარაშვილს (ბიზნესის ადმინისტრირება), ნინო საჯაიას (ბიზნესის ადმინისტრირება), მაგდა მოხევიშვილს (სოციოლოგია), ანა დაუშვილს (სოციალური ფსიქოლოგია), თინათინ ესებუას (სოციალური ფსიქოლოგია), ელენე მაღლაფერიძეს (გამოყენებითი სტატისტიკა), ნინო მაჭარაშვილს (ქიმიური ექსპერტიზა), ანა მიხანაშვილს (სამართალი), ნანა აბულაძეს (სამართალი), მარიამ გერგედავას (სამართალი), მარიამ თურმანიძესა (სამართალი) და მზევინარ ჯანაშვილი (ქართული ფილოლოგია) – მერიის სტიპენდია გადასცა და პროფესიულ კარიერაში მომავალი წარმატებები უსურვა.

წარმატებულ მაგისტრანტებს მიღებული სტიპენდია ასევე მიულოცეს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ.

მაგისტრანტებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორსა და მათი ფაკულტეტების დეკანებს მათ წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.  

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us