საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2020-05-27

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფა­კუ­ლტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით, 2020 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძ­ღ­ვ­ნი­ლი სამე­ც­ნიერო კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და  26 მაისის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს სსუ რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორმა ზუ­რაბ პაპასქირმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ  და სხვებმა.

კონფერენციის მუშაობაში მოხსენებებით მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­­­რ­სი­ტე­ტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე,  საერთაშორსიო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალი: პროფესორი ომარ არდაშელია, სოცირებული პრო­­ფესორები დაზმირ ჯოჯუა, მერი გაბედავა, გვანცა აბდალაძე და სხვები.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს საქართველოს საგარეო პო­ლი­ტიკისა და საერთა­შო­რი­სო ურთიერთობების  აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალი.

 

იხილეთკონფერენციის პროგრამა. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი