
საქართველოში UNICEF - ის წარმომადგენლის დოქტორ ღასან ხალილის ვებინარი
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
მოწვევით, 2020 წლის 27 მაისს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტორმა ღასან ხალილმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური
პერსონალისთვის დისტანციური ვებინარი ჩაატარა თემაზე: „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო პროგრამებში“. ვებინარს ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა, მასწავლებელთა განათლების,
განათლების ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ინკლუზიური განათლებისა და ისტორიის საბაკალავრო
და სამაგისტრო პროგრამების მიმართულებების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
მოწვეულ სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის
რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის Covid -19- ის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა
დოქტორ ღასან ხალილს, ასეთ რთულ და საგანგებო ვითარებაში
დროის გამონახვისა და აღნიშნულ თემაზე ვებინარის შეთავაზებისთვის.
დოქტორმა ღასან ხალილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც
არსებობდა და არსებობს ბავშვთა დაცვის საკითხებში: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე,
ბავშვთა მიმართ ჩადენილ უსამართლობასა
და ძალადობაზე, სწორედ ამ პრობლემებმა დააფიქრა
მსოფლიო ეფიქრა ბავშვთა უფლებების სამართლებრივ დაცვაზე, 1979 წელი აღიარებული
იქნა ბავშვთა საერთაშორისო წლად და გაეროს
ადამინათა უფლებების კომისიამ მუშაობა დაიწყო „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ შექმნაზე. 1989 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი მსოფლიო
მასშტაბის იურიდიულ დოკუმენტს - „ბავშვთა უფლებების კონვენცას“,
რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. ვებინარზე ღასან ხალილმა განსაკუთრებული
ყურადღება დაუთმო უნივერსიტეტების საგანმანათლებლო
პროგრამებში ბავშვთა უფლებების სწავლების მნიშვნელობას
და ხაზი გაუსვა მის აუცილებლობას.
მოხსენების შემდეგ, საინტერესო კითხვა - პასუხი და დისკუსია გაიმართა სხვადასხვა თემებზე, ბავშვთა
შიმშილიანობის, ინკლუზიური განათლების, შშმ და სსსმ ბავშვთა მდგომარეობის, მათ შორის
ბავშვთა უფლებების იმ პრობლემებზე, რომელთა
იდენტიფიცირება ახალი კორონავირუსის Covid
-19-ის შემდეგ მოხდა. დოქტორმა
ღასან ხალილმა ამომწურავი პასუხები
გასცა დასმულ კითხვებს და ფართოდ ისაუბრა UNICEF - ის საქმიანობაზე, მომავალ გეგმებზე
საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
იუნისეფის განათლების პროგრამების
კოორდინატორმა ნათია ჯოხაძემ ისაუბრა იუნისეფისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ხოლო შეხვედრის მოდერატორმა თამარ შინჯიაშვილმა
დააზუსტა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში კერძოდ, განათლების სამართლებრივი
აქტები, განათლების პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი და ა. შ., ჩართულია ბავშვთა უფლებების საკითხები, მაგრამ დღევანდელი
ვებინარი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს ამ
თემის დისემინაციას და სწავლებას.
ვებინარის დასასრულს
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ მადლობა გადაუხადა დოქტორ ღასან ხალილს საინტერესო მოხსენებისთვის და
იუნისეფის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
