
ღია კარის დღე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
2020 წლის 3 ივნისს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბიტურიენტებისათვის
ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა. დაგეგმილ შეხვედრას
აქტიურად გამოეხმაურნენ თბილისის
145-ე, 87-ე, 61-ე 26-ე, რუსთავის მე-17 და 22-ე საჯარო სკოლების, სიღნაღის
ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის, ზესტაფონის საზანოს, სამტრედიის, საჩხერის საჯაროს
სკოლების, ასევე ქართულ-იტალიური სკოლა „ცისკარისა“
და კერძო სკოლა „აისის“ სკოლების მე-12 კლასელები, დირექტორები და მასწავლებლები
მონაწილეებს მიესალმა
და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია გააცნო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა
ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სსუ-ს განსაკუთრებულ მისიას, ქართული საზოგადოებისა
და ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების მიმდინარე ეტაპზე. სსუ არ არის მხოლოს
სასწავლო და კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის საუნივერსიტეტო ჰაბი,
რომელიც მუშაობს ჩვენი საზოგადოებისათვის
უმნიშვნელოვანესი და ძალზე მტკივნეული საკითხების დარეგულირებაზე. ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მოუხდა უნივერსიტეტს
შექმნილ ვიტარებაზში, ხაზი გაუსვა იმ სერვისებს, რომელიც უნივერსიტეტს შეუძლია შესთავაზოს
აბიტურიენტებს.
ღია კარის დღის
მონაწილეებს მისალმა სსუ საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მედიის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. კახა
კვაშილავა, რომელმაც ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიეტმა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ
შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის
ხუთივე ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გააცნო, ისაუბრა
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამებზე და ამ პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის ეროვნულ
და საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში ჩართულობაზე, მათ სამეცნიერო პოტენციალზე და
ავტორიტეტზე ცალკეულ დარგებში. განსაკუთრეული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის მიერ
აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, საერთაშორისო
პროექტებს, რომლებშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც მონაწილეობენ, გაცვლით
პროგრამებს საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა მობილობისათვის ევროპის ქვეყნებში.
განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა დაწვრილებით
ისაუბრა ფაკულტეტზე არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებზე. ხაზგასმით აღინიშნა მასწავლებლის მომზადების დაწყებითი
საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც აქვს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები, ასევე
ადგილები თვითდაფინანსებით. იგივე ვითარებაა
მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო
პროგრამაზე. ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ამზადებს I-IV კლასის ქართულის,
მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს, ხოლო V-VI კლასიდან არჩევით ზემოთდასახელებული მოდულებიდან
ერთ - ერთის, ან საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელს.
ღია კარის დღის
მონაწილეებს მისალმენენ განათლების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი ასოც. პროფ. რუსუდან ფიფია,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაშია და სხვები.
შეხვედრის მონაწილეების
მხრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და
ფაკულტეტს მადლობა გადაუხადეს რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა,
მასწავლებელმა მაკა თეთრუაშვილმა, სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბახტურიძემ,
ქართულ-იტალიური სკოლის მასწავლებელმა და სსუ
მოწვეულმა ლექტორმა მაია ფირჩხაძემ და სხვებმა.
შეხვედრა არ აღმოჩნდა
მხოლოდ ღია კარის დღე, დაიგეგმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის
პერსპექტივები მონაწილე სკოლებთან, როგორც სასწავლო-მეთოდიკური ინოვაციების გაცვლის,
ასევე სამეცნიერო კონფერენციებში, საჯარო ლექციებისა და სხვა სახის ღონისძიებებში
ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით.
დასასრულს შეხვედრის
მოდერატორმა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ მადლობა გადაუხადა
შეხვედრის თითოეულ მონაწილეს, ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე წარმატებები უსურვა აბიტურიენტებს და აღნიშნა 012 არის
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის საქართველოს
ხმა საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი,
რაც ნიშნავს, ჩვენ ვამზადებთ ევროპულ საგანმანათლებლო ღირებულებებზე ორიენტირებულ სპეციალისტებს
საქართველოსთვის, მაშასადამე აფხაზეთისთვის, ცხინვალისთვის და არასოდეს ვამბობთ უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
