პროფესორი რუსუდან გაჩავა გარდაიცვალა

პროფესორი რუსუდან გაჩავა გარდაიცვალა

2020-06-18

90 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი რუსუდან გაჩავა.

 ქალბატონი რუსუდანი დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში. ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებისთანავე, პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს ქ. სოხუმში, სადაც ფრანგულ ენას ასწავლიდა ქ. სოხუმის მე-2 და მე-14 საშუალო სკოლებში.

 მალევე მოღვაწეობას აგრძელებს ქ. სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. უმაღლეს სასწავლებელში ქალბატონმა რუსუდანმა 60 წელი იმოღვაწა.

 პროფესორი რ. გაჩავა მრავალი თაობის აღმზრდელია. ის არის არაერთი სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის ავტორი, საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს „პალმის რტოს“ ორდენის კავალერი; დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.

 ქალბატონმა რუსუდანმა სოხუმშივე შექმნა ოჯახი. ის ორი ქალიშვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებია იყო.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ რუსუდან გაჩავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და კოლეგებს.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი