მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

2020-06-25

2020 წლის 24 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორივე მხარის ერთობლივი ინიციატივა იყო და მისი მიზანია: საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ჩატარდება ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები; შემუშავდება ერთობლივი სასწავლო პროგარამები; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტთა სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა. მხარეთა მიერ ორგანიზებულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულნი იქნებიან პროფესორები, ტრენერები, ექსპერტები, მეწარმეები და ანალიტიკოსები. მოხდება საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი