
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნათია გორგაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის, განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მულტიკულტურული
განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის ინიციატივით, 2020 წლის 23 ივლისს, 11 საათზე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების ცენტრის
მკვლევრის ნათია გორგაძის მიერ სპეციალურად
საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში დასაქმებული აკადემიური პერსონალისთვის მომზადებული გზამკვლევის „შეფასება
საუნივერსიტეტო სწავლა - სწავლების პროცესში“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა გახსნა სამეცნიერო კვლევებისა
და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა საუნივერსიტეტო შეფასებაში ასრებულ პრობლემებზე
და წიგნის მნიშვნელობაზე. ავტორს მიესალმა და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანმა ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა.
წიგნის
ავტორმა ნათია გორგაძემ ფართოდ ისაუბრა გზამვლევის მომზადების ისტორიაზე: ნაშრომის პროექტი
განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს USAID -ის დაფინანსებით.
ავტორმა დეტალურად ისაუბრა წიგნის შინაარსზე, შეფასების ძირითად განმარტებებზე, შეფასებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე, შეფასების კომპლექსურობასა
და ცალკეული კურსის ფარგლებში შეფასების სპეციფიკურობაზე. განსაკუთრებული დრო დაუთმო სწავლის შედეგების
გაზომვის საჭიროებასა და ტაქსონომიებს შეფასების პროცესში. ავტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საუნივერსიტეტო
განათლებაში განმსაზღვრელ შეფასებასა
და მის ფორმებს, განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების
მნიშვნელობას, განმავითარებელ შეფასებასა და უკუკავშირს, როგორც შეფასების ფორმას, ისაუბრა
ეფექტური უკუკავშირის მახასიათებლებზე
და ა. შ.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხუთივე
ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. ავტორის პრეზენტაცია, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა
და სემინარის ფორმა მიიღო. პრეზენტაციის შემდეგ
გაიმართა მსჯელობა და დისკუსია საუნივერსიტეტო შეფასების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე. დისკუსიაში
მონაწილეობდნენ: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. რომეო გალდავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ნესტან კეკელია, ბიზნესისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯია, განათლების
მაცენიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსი კახა კვაშილავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. მარინა ზარქუა, განათლების ექსპერტი მანანა
ბოჭორიშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ბროლისა წულაია, ელზა გარაყანიძე
და თეიმურაზ ორმოცაძე; მოწვეული ლექტორები: მაია ფირჩხაძე, ზოია ადამია, ლევან კვარაცხელია;
სტუდენტები თამარ აბაიძე, ლიკა ზარიძე და სხვები. საუნივერსიტეტო შეფასების მნიშვნელობასა
და როლზე ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა გაბუნიამ,
როლემაც მაღალი შეფასება მისცა ავტორის ნაშრომს.
ნათია გორგაძემ ფართოდ
ისაუბრა დასმულ შეკითხვებზე და წიგნის პრეზენტაციამ, ფაქტობრივად სამუშაო სემინარის სახე მიიღო. სამეცნიერო კვლევევის დეპარტამენტისა
და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებმა
გულითადი მადლობა გადაუხადეს ავტორს და გამოითქვა სურვილი წიგნის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყოს,
გაგრძელდეს კონსულტაციები ავტორთან, ხოლო საუნივერსიტეტო შეფასების პრობლემებზე
სპეციალურად აკადემიური პერსონალისთვის დაიგეგმოს სემინარები.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
