სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

2020-09-11

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ! კოვიდ-პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც გვავალდებულებს, ყველა პირობა შევუქმნათ სტუდენტებს, რათა მათ საჭირო სასწავლო ლიტერატურასთან წვდომისა და სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკას მიაწოდოთ სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მითითებულია სასწავლო კურსის სილაბუსებში ძირითად ლიტერატურად და არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში; თქვენი წიგნების, სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები; დაამზადოთ რიდერები, სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის მზა კრებული, რომელიც ყველაზე სწრაფი და მოხერხებული საშუალებაა სასწავლო კურსისთვის სავალდებულო საინფორმაციო რესურსების (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა. შ.).

რიდერის დასამზადებლად, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი საინფორმაციო რესურსის მხოლოდ 40%.

ძვირფასო კოლეგებო, გაეცანით თქვენი ელ-წიგნის საავტორო უფლებით გამოსაქვეყნებელ პირობებს:

1. ელ-წიგნი მოწოდებული უნდა იყოს ტექსტურ ფორმატში (PDF);

2. მომზადებული უნდა გქონდეთ წიგნის ანოტაცია;

3. წიგნის ყდა (აუცილებლად);

4. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია ავტორის შესახებ;

5. ავტორის ფოტოსურათი.

წიგნის ავტორებს, ვისაც არა აქვს სურვილი განათავსოს წიგნის სრული ელექტრონული ვერსია, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რიდერი.

1. უნდა დამზადდეს ელ-წიგნის რიდერი (დაახლ. 20-25 გვ);

2. წიგნის ანოტაცია;

3. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია ავტორის შესახებ;

4. ავტორის ფოტოსურათი;

5. წიგნის ყდა;

6. ინფორმაცია და მისამართ იმ მაღაზიების შესახებ, სადაც იყიდება თქვენი წიგნი.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი