საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა ონლაინ-„ღია კარის“ დღეები გამართა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა ონლაინ-„ღია კარის“ დღეები გამართა

2021-06-02

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების, თბილისასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლების XI და XII კლასის მოსწავლეთათვის ღია კარის დღეები სამ ეტაპად ჩაატარა. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ფაკულტეტს ღონისძიებების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში მოუხდა.

ონლაინ „ღია კარის დღის“ სტუმრებს სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ უნივერსიტეტით დაინტერესებისთვის და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. რექტორმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შექმნის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

მონაწილეებს ასევე მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებულმა პროფესორი ნინო თოფურიძე. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებით უმკლავდება ყველა გამოწვევას. ამასთან ერთად, იზრდება უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტები, რაც აძლევს შესანიშნავ საშუალებას სსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩართული იყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.

სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ მონაწილეებს დიდი მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და გამოხმაურებისათვის. გაკეთდა ზოგადი პრეზენტაცია უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შესახებ. სტუმრებს გააცნო ფაკულტეტის მნიშვნელობა და აქტუალობა, ძირითადი მიზნები და ამ მიზნების განხორციელების გზები. მისი თქმით, ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანს და აძლევს მათ ინტერდისციპლინური განათლების მიღების შესაძლებლობას. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო-აკადემიურ პროცესებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

საბაკალავრო პროგრამების შესახებ სტუმრებს ესაუბნენ პროფესორები ზურაბ ლომთათიძე, თემურ ჩილაჩავა, მელორ ალფენიძე, ნანა გულუა, ასოცირებული პროფესორები ირმა ცომაია, მზევინარ ფაცაცია, ეკა ესებუა და სხვ.

პროგრამების ხელმძღვანელებმა წარადგინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებისა და საჭირო პროცედურების შესახებ.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორები და ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ოთარ გუგუჩია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორებმა აბიტურიენტთა მრავალრიცხოვან კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

შექმნილია ფაკულტეტის ელექტრონული ბროშურა , რომელიც გადაეგზავნა ყველა საჯარო სკოლას XI და XII კლასელებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი