ახალი შესაძლებლობა სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტთათვის

ახალი შესაძლებლობა სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტთათვის

2021-06-03

2021 წლის 3 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში სსუ-ს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებაში“. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად დაგეგმილი სასწავლო კურსის მიზანია სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს გამოუმუშაოს კვლევის დაგეგმვის, წარმართვისა და შედეგების ანალიზის პრაქტიკული უნარი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება“-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, სოსო მეზვრიშვილმა. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი