ახალი მემორანდუმი

ახალი მემორანდუმი

2021-09-24

2021 წლის 23 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ფერტილობის სამედიცინო ცენტრ „დომინანტი“-ს დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ივანე მგალობლიშვილმა ხელი მოეწერეს მემორანდუმს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმების თანახმად, „ცენტრის“ თანამშრომლები  ჩაატარებენ ლექცია-პრაქტიკუმს სამედიცინო დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენების შესახებ, უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების და ფარმაციის  ფაკულტეტის „ბიოსამედიცინო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის; სტუდენტებისათვის ჩატარდება მეცადინეობები შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: 1. ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის ფიზიკური საფუძვლები, 2. ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდი (სონოგრაფიული ხელსაწყოები); სტუდენტები დაეუფლებიან „ცენტრის“ ბაზაზე  არსებულ სამედიცინო დიაგნოსტიკური მეთოდების მუშაობის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა – ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდი (ექოსკოპია), ენდოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია. სსუ და ფერტილობის სამედიცინო ცენტრი „დომინანტი“ ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებასაც გეგმავენ.

აღნიშნული მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად ამოქმედებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტის“ (ხელმძღვანელი – დოქტორი მარინე ფოჩხუა) მხარდაჭერასა და გაძლიერებას. 

ხელმომწერი მხარეები და ზემოხსენებული პროგრამების ხელმძღვანელები, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში, ითვალისწინებენ აღნიშნულ პროექტებში აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდათა ჩართვას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა აღდგენის სამამულიშვილო საქმეში. 


ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი