სსუ-ში ბულგარეთის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

სსუ-ში ბულგარეთის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

2021-11-01

2021 წლის 1 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბულგარეთის საელჩოსთან ერთად, ბულგარეთის ეროვნული დღესასწაული „ეროვნული გამოღვიძების დღე“ აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ: საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ილია ნეჩევი, საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები ბულგარელები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმრებს  ბულგარეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა, ისაუბრა ქართულ-ბულგარული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე როგორც რეგიონალური ურთიერთობების, ისე ზოგადსაკაცობრიო კულტურის ისტორიის ჭრილში. ამასთან, მან ბულგარეთის საეჩოს მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობის აღიარებისა და მხარდაჭერისათვის.

სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ასევე მიულოცა ბულგარელ სტუმრებს ეროვნული დღესასწაული და ისაუბრა სსუ-ში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივაზე.

ბულგარეთის მხარდაჭერით, სსუ-ში სპეციალური აუდიტორიაც გაიხსნა, სადაც ბულგარეთის საელჩოს მიერ საგანგებოდ მოწვეული პედაგოგი, ქალბატონი ივანა პეტკოვა ბულგარული ენის უფასო კურსს უძღვება, რომელიც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 „ეროვნული გამოღვიძების დღესთან“ დაკავშირებით, ი. პეტკოვამ მოხსენება წაიკითხა XIX საუკუნის ბულგარული აღორძინების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის, ბულგარეთში მდებარე პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერი, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური მონასტერია ევროპაში, რომელიც XI საუკუნეში ქართველი ძმების, ბაკურიანისძეების მიერაა დაარსებული. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი