ქართულ-ებრაული აკადემიური პარტნიორობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ქართულ-ებრაული აკადემიური პარტნიორობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021-11-10

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ისრაელის არა ერთ უმაღლეს სასწავლებელთან. ტარდება ერთობლივი კონფერენციები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები ებრაელ კოლეგებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის საგრანტო პროექტებში.

2021 წლის 10 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა ისრაელის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქნესეთის ყოფილი დეპუტატი, საქართველო-ისრაელის მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრი, კარმელ კოლეჯის პრეზიდენტი, პროფესორი აკრამ ჰასონი.

შეხვედრა ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში გაიმართა. გადაწყდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ებრაელი კოლეგების თანამონაწილეობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ  მიხეილ ჩხენკელის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნება და ამოქმედდება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სადოქტორო პროგრამა, რომელზეც ისრაელის მოქალაქეებიც ისწავლიან.

ეს პროგრამა იქნება უპრეცენდენტო მოვლენა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ამ იდეაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მუშაობა არის ისრაელის სახელმწიფოს აკადემიური წრეების მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლისა და მისიის აღიარება და დაფასება.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი