ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სტუმრობა

ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სტუმრობა

2022-05-26

 

2022 წლის 25 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ და ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა აქბარ თაშკულოვმა.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდგ გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი დავით ჯალაღონია, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ა. თაშკულოვი, დეკანი ათაბეგ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დილდორა ბაზაროვა, პროფესორი ფერუზა იბრატოვა.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ ფორმატში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად გაღრმავდება. ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება გაამახვილა სამართლის სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდეგი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი