მეორე საგაზაფხულო სკოლამ წარმატებით  იმუშავა

მეორე საგაზაფხულო სკოლამ წარმატებით იმუშავა

2022-05-31


2022 წლის 25 მაისს კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა, ერთი კვირის მანძილზე (25-31 მაისი), წარმატებით იმუშავა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლამ „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“. ღონისძიების ინიციატორია კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხოლო თანაორგანიზატორი კისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


სკოლის მუშაობაში მსმენელებად მონაწილეობდნენ მაგისტრანტები, დოქტორანტები და დოქტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, თურქეთი, სერბეთი, უზბეკეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სხვ.).

 

30 მაისს სკოლის პანელურ დისკუსიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო ისეთი საკითხი, როგორიცაა რექტორ ზურაბ ხონელიძის მოხსენება: „მშვიდობის ქართული პარადიგმა – საუნივერსიტეტო დიპლომატიის პერსპექტივები“.

 

თემამ, რომელიც არაერთი საინტერესო და აქტუალური ქვემიმართულებებისაგან შედგებოდა, აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების შემდეგ, ტრადიციულად, ბატონ ზურაბს არაერთ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აქტუალურია მის მიერ ინიცირებული „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის, იდეა. დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმრების მისი ახალი მონოგრაფია უსახსოვრა.

 

სკოლის მუშაობაში, ამჯერადაც, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალი, რომელთაც წარმოადგინეს შემდგომი მოხსენებები:

 

პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა – „აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XX საუკუნე)“;

ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ – „მულტიკულტურული აფხაზეთი“; „აფხაზთა სამეფოსკულტურა და წერილობითი ძეგლები“; „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები“;

ასოცირებულმა პროფესორმა ბეჟან ხორავამ – „აფხაზეთის საერისთავოდან აფხაზეთის სამთავრომდე“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XIX საუკუნე)“;

ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ – „სამურზაყანო XVIII-XIX საუკუნეებში“.

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი