ახალი ბულგარული უნივერსიტეტიდან წარმომადგენლობითი  დელეგაცია გვესტუმრა

ახალი ბულგარული უნივერსიტეტიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია გვესტუმრა

2022-06-04

2022 წლის 31 მაისს პროექტ „ქართულ-ბულგარული სასწავლო სემინარების“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ახალი ბულგარული უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ პლამენ დოინოვის ხელმძღვანელობით. პროექტი „ქართულ-ბულგარული სასწავლო სემინარები“, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბულგარეთის განვითარების ფონდის მიერ, ხორციელდება 2021 წლის 16 დეკემბრიდან.

საპატიო სტუმრები შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ბულგარეთსა და საქართველოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალ ბულგარულ უნივერსიტეტს შორის. დაისახა სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „ქართულ-ბულგარული კულტურათაშორისი კავშირები გუშინ და დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და ბულგარელი მეცნიერები და სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორის კავშირების სამსახურის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. მან ისაუბრა ქართულ-ბულგარულ კულტურულ ურთიერთობებზე, საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე, რომლებსაც წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს ანალოგიური პროექტების განხორციელებას.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა ილია ნაჩევმა.

თავის გამოსვლაში ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პლამენ დოინოვმა გამოთქვა იმედი, რომ ორ უნივერსიტეტს შორის დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დოცენტმა, ბულგაროლოგმა გალინა კურტევამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ახალი ბულგარული უნივერსიტეტი“.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ივანა პეტკოვა და ქეთევან ცხოვრებაშვილი - „კუკერი და ბერიკაობა - პარალელები ორ მასკარადულ პრაქტიკას შორის ბულგარეთსა და საქართველოში“; პროფესორ იგიორგი არნაუდოვი – „თანამედროვე ქართული მუსიკა ბულგარეთში“; პროფესორი ხათუნა ამღლობელი – „იოანე პეტრიწი და ნეოპლატონიზმი“, პროფესორი პეტია ალექსანდროვა – „თანამედროვე ქართული კინო სოფიის კინოფესტივალზე“; დოცენტი მორის ფადელი – „ბულგარულ-ქართული თანამედროვე ლიტერატურული კონტაქტები“; ასოცირებული პროფესორი რუსუდან ფიფია – „პეტრიწონის სკოლა და მისი საგანმანათლებლო მემკვიდრეობა“; ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭარავა - „ძველი ბულგარიზმების როლის შესახებ რუსული სალიტერატურო ენის გამდიდრებაში“; ასისტენტ-პეროფესორი მადლენა ოჩიგავა – „პირველი ბულგარულ-ქართული და ქართულ-ბულგარული ლექსიკონი“; სტუდენტი ვიქტორია ილიევა – „ალექსანდრე სტოიანოვი და მისი როლი საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები – თამუნა ყურაშვილი და მარიამ ფსუტური.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე – „თანამედროვე ბულგარული ლიტერატურა (პლამენ დოინოვის ნაწარმოებების მაგალითზე) და ქართულ ენაზე ბულგარული ლიტერატურის თარგმანის საკითხები“. მასში მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალი ბულგარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე, სსუ-ის აკადემიური ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრები; საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა გონაშვილი, სოხუმელი მწერალები გურამ ოდიშარია და ნაირა მარშანია, სტუდენტები.

ღონისძიებას უძღვებოდა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც აუდიტორიას ცნობილი ბულგარელი მწერალი, პროფესორი პლამენ დოინოვი წარუდგინა.

პლამენ დოინოვის შემოქმედებაზე ისაუბრა სსუ-ის საგამომცემლო ჯგუფის უფროსმა რობერტ მესხმა. მანვე წაიკითხა ბულგარელი პოეტის ლექსების საკუთარი თარგმანები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პლამენ დოინოვის ლექსის საკუთარი თარგმანი წაიკითხა ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა. ქართულ-ბულგარული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა მწერალმა გურამ ოდიშარიამ. პლამენ დოინოვის ლექსები ორიგინალში წაიკითხეს სტუდენტებმა – თამუნა ყურაშვილმა და მარიამ ფსუტურმა.

ბულგარელ მწერალს მიესალმნენ სსუ-ის ბიბლიოთეკის უფროსი, ქალბატონი რაისა ნიჟარაძე, სსუ-ის საგამომცემლო ჯგუფის უფროსი სპეციალისტი, ქალბატონი ნანა ვახანია, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქალბატონი ლუბა ბიბილეიშვილი; პლამენ დოინოვის შემოქმედების თავისებურებებზე ყურადღება გაამახვილეს დოცენტმა გალინა კურტევამ, პროფესორმა გიორგი არნაუდოვმა, პროფესორმა პეტია ალექსანდროვამ, დოცენტმა მორის ფადელმა და ივანა პეტკოვამ.

დასასრულ, პლამენ დოინოვმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებსსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პირადად ქალბატონ ინდირა ძაგანიას ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

 

 

 

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი