სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული  სამეცნიერო კონფერენცია გიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გიმართა

2019-03-15

        14 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ საზეიმო კვირეულის ფარგლებში, რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის უშუალო ხელმძღვანელობით, დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

        კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა პარლამენტარიზმის იდეებზე ძველ საქართველოში, თამარ მეფის ეპოქიდან დღემდე და ხაზი გაუსვა დამფუძნებელი კრებისა და პარლამეტის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში.
        კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ჯაში; საქართველოს მეორე რესპუბლიკის პარლამეტის (უზენაესი საბჭოს) თავმჯდომარე, ბატონი აკაკი ასათიანი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და სსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ზურაბ პაპასქირი.
        განსაკუთრებით ამაღელვებელი და თბილი იყო მარიამ ჯაშის მიმართვა კონფერენციის მონაწილეებისადმი, რომელშიც საქართველოს აკადემიური საზოგადოებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.
        კონფერენციის მუშაობაში საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლისა და ორი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთი მოხსენებები პლენარულ სხდომასა და სექციური მუშაობის პროცესში წარმოადგინეს.
        დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღონისძიებათა ციკლს ატარებს, რომელთა შორის უკვე გაიმართა სტუდენტური ესეების კონკურსი. საუნივერსიტეტო ეტაპზე გამარჯვებული სტუდენტები, კონფერენციის საზეიმო გახსნაზე სიგელებით დააჯილდოეს.





ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი