მრგვალი მაგიდა  თემაზე: ,, ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები’’

მრგვალი მაგიდა თემაზე: ,, ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები’’

2019-05-28

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი)  და დონეცკის ნაციონალური უნივერსიტეტი ( ვინიცა) შორის   ისტორიის მანძილზე პირველად, 2019 წლის 1 ივნისს 11 საათზე , გაიმართება მრგვალი მაგიდა  თემაზე: ,, ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები’’  იგულისხმება არა მხოლოდ ბავშვები ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენენ,არამედ ბავშვები რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილების სტატუს ატარებენ.

ეს ღონისძიება სიმბოლურად 1 ივნისს გაიმართება და მიეძღვნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემებს,ასევე დევნილი ბავშვების უფლებების დაცვას.

ღონისძიება ტარდება დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამ მეტად მტკივნეული თემისადმი.

აღსანიშნავია ისიც.რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას,ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოკოპირებულ ტერიტორიებზე, არ აქვთ სათანადო შესაძლებლობა დაიცვან ბავშვთა უფლებები.

ორ უნივერსიტეტს შორის გამართულ ერთობლივ დისკუსიაში,საპატიო სტუმრების სტატუსით,მონაწილეობას მიიღებენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე.

მოხსენებით წარსდგებიან: ოლღა დოროხინა -თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, მოხსენების თემა: საბავშვო დიპლომატია

გვანცა ჩხეიძე- თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსიტუტი,

მოხსენების თემა: საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ბავშვთა დაცვის საკითხებში

 ნანა ზარანდია-საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ბავშვთა დაცვის საკითხებში,

მოხსენების თემა:  მეცნიერების როლი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი,დევნილთა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმი.

 მისამართი: პოლიტკოვსკაიას ქ. 61,0186

 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი