სამუშაო ვიზიტით პოლონეთში

სამუშაო ვიზიტით პოლონეთში

2019-06-12

2019 წლის 2-8 ივნისს პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია. მათ მონაწილეობა მიიღეს ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რომლებშიც ჩართული იყვნენ პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები, საპატიო დოქტორები.

რექტორი პროფ. ზურაბ ხონელიძე და ინდირა ძაგანია შეხვდნენ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფ. კშიშტოფ სიკორას, სახელმწიფო კანცლერს, პროფ. ფილიპ სიკორას, ახალარჩეულ რექტორს, პროფ. მარეკ ხამოტს, პრორექტორს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფ. მაჟენა სობჩაკს, პრორექტორს სამეცნიერო დარგში, პროფ. ვიესლავ ოლშევსკის, ენების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. ირენა კუდლინსკას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მასპინძელი უნივერსიტეტის თავმჯდომარეობით ხელი მოაწერა პარტნიორ უნივერსიტეტებთან კონსორციუმის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ევროპულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტს 7- წლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ და კონსორციუმის შექმნით ახალი შესაძლებლობები შეიქმნა ორივე მხარისთვის. ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კონტაქტების გაძლიერებაში, ინტერკულტურული ურთიერთობებისა და განათლების გაღრმავებაში განსაკუთრებულლი წვლილისთვის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ საპატიო სიგელით დააჯილდოვა სახელმწიფო კანცლერი, პროფ. ფილიპ სიკორა და პროფ. ირენა კუდლინსკა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქის მერიაში, ბიზნესმენებთან და სხვ.

Erasmus+ ფარგლებში სსუ-ის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, ხოლო პროფ. ინდირა ძაგანიამ - თემაზე: “კულტურათაშორისი კომუნიკაციების შესაძლებლობები თანამედროვე მსოფლიოში“. ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამზარეულო, სადაც საქართველომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

7 ივნისს რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია ეწვივნენ ფინანსებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტს, ბელოსტოკში, რომელთანაც თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის აპრილის თვეში. შედგა შეხვედრა რექტორთან, პროფ. ედუარდ ჰოსცილოვიჩთან, რომელშიც მონაწილეობდნენ პრორექტორი საერთაშორისო დარგში, პროფ. ანატოლიუს კოპჩუკი, დეკანები, განყოფილებების უფროსები. დაისახა სამომავლო გეგმები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში, ვარშავაში.

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი