2022 წლის 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგა სადოქტორო პროგრამის – „კომპიუტერული მეცნიერებები“ – დოქტორანტ ხათუნა ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომის „შრომის ბაზრის დინამიკასთან დაკავშირებული განათლების ახალი საინფორმაციო–ტექნოლოგიური რუკის შემუშავება“ დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: თეოდორე ზარქუა – ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ინფორმატიკაში, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი; ნანა გულუა – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.
ექსპერტები: ინგა გაბისონია – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი; ნინო თოფურია – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცეზენტები: ნანა ბენიძე – ინფორმატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; გია სურგულაძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ონლაინ-ჩართვით სხდომას ესწრებოდნენ: ოლექსანდრ მიცა – უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო მართვის სისტემებისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; იური გოროშკო – ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის „ჩერნიგოვის კოლეგიუმის“ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
დოქტორანტსა და უკრაინელ სტუმრებს მიესალმა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხ.
ფუტკარაძეს წარმატებები უსურვა მის სამომავლო სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობაში,
ხოლო უკრაინელ კოლეგებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურყევი მხარდაჭერა
გამოუცხადა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მოძმე უკრაინის სამართლიან ბრძოლაში და
გააცნო ის ღონისძიებები რაც სსუ-მ უკრაინის მხარდასაჭერად გაატარა. ო. მიცამ და ი.
გოროშკომ რექტორს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უკრაინელი ხალხის სახელით,
მადლობა გადაუხადეს ამ დამოკიდებულებისათვის.
სადისერტაციო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება
მიიღო და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი
მიენიჭა.