ქართულ-თურქული ურთიერთობების IV საერთაშორისო  სიმპოზიუმი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ქართულ-თურქული ურთიერთობების IV საერთაშორისო სიმპოზიუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021-12-06

2017 წლიდან თურქეთის საისტორიო საზოგადოების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ქართველი და თურქი ისტორიკოსების სამეცნიერო დიალოგს, რომლის ფორმატად საერთაშორისო სიმპოზიუმი იქნა შერჩეული.  სიმპოზიუმების მიზანი იყო  ქართული და თურქული საისტორიო წყაროების შესწავლა,  არსებული სამეცნიერო ლი­ტე­რა­ტურის, სხვადასხვა სადისკუსიო საკითხებისა და შეხე­დუ­ლე­ბე­ბის გაცნობა.  ქართულ - თურქული ურთიერთობების ისტორიის შესწავლა  ოთხ ეპო­ქად დაიყო და თითოე­ულ მათგანს ცალკე სიმპოზიუმი მიე­ძღვნა. I საერთაშორისო სიმპოზიუმი 2017 წლის ნოემბერში, თურქეთში, ტრაპიზონის უნივერსიტეტში  გაიმა­რ­თა. მეორე, 2018 წელს, გორის სა­ხე­ლმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  მესამე 2019 წლის დეკემბერში ანკარაში, თურქეთის საისტორიო საზოგადოების სათავო ოფისში.  ანკარის შეხვედრაზე გადაწყდა, 2020 წლის შემოდგომაზე  მეოთხე საერთა­შო­რისო სიმპოზიუმის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარება. სამწუხაროდ, ახალი კორონა­ვი­რუ­სის  Covid -19-ის გარ­თუ­ლებების გამო სიმპო­ზი­უ­მი  2020 წელს ვერ ჩატარდა. 2021 წელს კოვიდრეგულაციების  დაცვით ქართულ - თურქული ურთიერ­თო­ბების IV საერთაშორისო სიმ­პო­ზიუმს - „ქართულ-თურქული ურთიე­რ­თო­ბები XX საუკუნეში“ სოხუმის სახელმწიფო უნივე­რსი­ტე­ტმა უმასპინძლა.

საერთაშორისო სიმპოზიუმს ხელმძღვანელობდა ფორუმის  საპატიო საბჭო, საორგანიზაციო კომიტეტი და სამეცნიერო საბჭო, რომლებშიც ქართველი და თურქი ისტორიკოსები გაერთიანდნენ.   სიმპოზიუმი 2021 წლის 26 ნოემბერს სოხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ უნივერსი­ტე­ტის მისაღებ დარბაზში გახსნა და ქართველი და თურქი ისტორიკოსების სამეცნიერო დიალოგი ღიად გამოაცხადა. სიმპოზიუმის მონაწილეებს მისალმნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ჯემალ გამახარია, თურქეთის ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მუჰამედ ჰექიმოღლუ, თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი  ბიროლ ჩეთინი, საქართველოში თურქეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ფატმა  ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, აზერბაიჯანის ეროვნული სა­მე­ც­ნი­ერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი  მუსა ქასიმლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ბერიძე.  გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული სამეც­ნი­ე­რო სიმპოზიუმების  მნიშვნელობაზე, თურქოლოგიის საქართველოში და ქართვე­ლო­ლოგიის  თურქეთში განვითარებაზე, სამომავლო სამეცნიერო კონტაქტებზე და ა. შ.  თურქეთის საგანგებო და სრულ­უ­ფ­ლე­ბიანმა ელჩმა საქართველოში ფატმან ჯერენ იაზგანმა სსუ-ს თურქოლოგიის მიმა­რ­თუ­ლებას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა.  თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ზურაბ ხონელიძის ინი­ცი­ა­ტივებზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა  „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“  კონ­ცეფციის მნიშვნელობას და როლს საშინაო და სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ელჩმა, პროფ. ზურაბ ხო­ნე­ლიძეს და მის კონცეფციას  „კა­ვ­კ­ასიის გამაერთიანებელი ხიდი“ უწოდა. 

მისალმების შემდეგ,   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ ქართულ -  თურქული სამეცნიერო ურთიე­რ­თო­ბების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური დიპლომებით  დააჯილდოვეს სტუმრები: ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი, პრო­ფე­სო­რები: მუჰამედ ჰექიმოღლუ, ბიროლ ჩეთინი და იბრაჰიმ თელლიოღლუ; თბილისში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი. საქართველოს მხრიდან დაჯილდოვდნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სსუ თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ანთელავა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე  და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, რომელიც სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორთან იბრაჰიმ თელ­ლი­ო­ღ­ლუსთან  ერთად ამ სიმპოზიუმების სულისჩამდგმელია.  ქართულ-აზერბაიჯანულ სამეცნიერო ურთი­ე­რ­­თობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარლამენტის წევრი, პროფესორი მუსა ქასიმლი.

დამსწრე საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა სოხუმის სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საზეიმო სხდომის გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ  მისასა­ლ­მე­ბელ სხდომაზე გააჟღერა: დროა, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ღირსეულად შეაფასოს  პრო­ფე­სორ  როინ ყავრე­ლი­შ­ვი­ლის და პროფესორ  იბრაჰიმ თელ­ლი­ო­ღლუს    ღვაწლი ქართულ-თურქული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვით­ა­რებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თანახმად აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებისა, ქართულ - თურქული საერთაშორისო სიმპოზიუმების მაღალ დონეზე ორგანიზების, ჩატარებისა და მოხსენებათა ორენოვანი კრებულების  გამო­ცე­მისთვის პროფესორებს როინ ყავრელიშვილს და იბრაჰიმ თლლიოღლუს სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

სიმპოზიუმის მუშაობის ორი დღის მანძილზე- 26 და 27 ნოემბერს  გაიმართა ხუთი სხდომა,  წაკითხული იქნა 11 თურქი და 13 ქართ­ვე­ლი მეცნიერის  21 მოხ­სე­ნე­ბა. მონაწილეობდნენ სტამბოლის, გირესუნის, საქარიას, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის, სამსუნის 19 მაისის, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის, თურქეთის ფოლკლორის ცენტრის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის,  თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივე­რ­სი­ტეტის, სამცხე - ჯავახეთის სახელ­მ­წი­ფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარ­ლა­მე­ნტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც XX საუკუნის საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს იკვლევენ.  კონფერენციის მუ­შაო­ბაში ჩართული იყო  აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის,  პროფესორ მუსა ქასიმლისა  და  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას მოხსენებები.

სიმპოზიუმის ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამეცნიერო პაექრობა, აზრთა სხვადასხვაობა, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული აკადემიური კამათი და დისკუსია საქართველო-თურქეთის ისტორიის მრავალ კარდინალურ საკითხზე.  დისკუსიაში მონაწილეობდნენ თურქეთის საის­ტო­რიო საზოგადოების, ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს, წარმო­მად­გე­ნ­ლე­ბი და ქართველი ისტორიკოსები. დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდა და ერთ-ერთ სხდომას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროფ. ჯემალ გამახარია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს ხელს არ უშლიდა ისტორიკოს კოლეგებს დამეგობ­რე­ბუ­ლი­ყვნენ, მისამართები გაეცვალათ და სამომავლო გეგმებიც  დაეგეგმათ. 

შემაჯამებელ სხდომაზე, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, წარმომადგენლებმა  მაღალ დონეზე შეაფასეს სხდომებზე  წაკითხული მოხსენებები,  შერჩეული თემატიკა, სიმპოზიუმის გამოცემები და ორგანიზაციული   მხარე, რისთვისაც მად­ლო­ბა გადაუხადეს თითოეულ მომხსენებელს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საორგანიზაციო კომიტეტს. „მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, ვყოფილვარ დიპლომატიურ წარმომად­გე­ნ­ლობებში, მაგრამ არსად ისე თბილად და სიყვარულით არ  დაგვხვედრია მასპი­ნ­ძელი, როგორც საქართველოში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და მთელ უნივერსიტეტს, ქართულ-თურქულ საორგანიზაციო კომიტეტს, ვინც ჩვენს გვერდით იდგა ორი დღის მანძილზე“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და  ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროფ. მუჰამედ ჰექიმოღლუმ. ასევე ამაღელვებელი იყო პროფესორების ბიროლ ჩეთინისა და მუსა ქასიმლის გამოსვლები, რომლებმაც უმაღლეს დონეზე შეაფასეს სიმპოზიუმის მასპინძლების მონდომება. დაე, ლაღად ფრიალებდეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - აღნიშნა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა  მუსა ქასიმლმა. IV საერ­თ­ა­შორისო სიმპოზიუმის ფარგლებში   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თუ­რ­ქეთის საისტორიო საზოგადოებას შორის ხელი მოეწერა  თანამ­შ­რო­მ­ლობის განახლების  დოკუმენტს.

 ქართულ-თურქული IV საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა კულტუ­რუ­ლი ღონისძიებით, ჩვენმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისი: ნარიყალა და სოლოლაკი, მოინახულეს თბილისის მეჩეთი და ფუნიკულიორი, ზემოდან გა­და­ხე­დეს ქალაქს და მის ერთ-ერთ მულტიკულტურულ უბანს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ქართული ქრისტიანული ტაძარი, მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, სომხური გრიგორიანული ეკლესია, კათოლიკური ტაძარი და მაზდეანური „ცეცხლის ტაძარი“. მოინახულეს საქართველოს უძვე­ლე­სი დედაქალაქი მცხეთა, სვეტიცხოველი, სამთავროში წმ. ნინოს მაყვლოვანი და მცხეთის ჯვარი, მოისმინეს მრავალი ისტორიული და ლეგენდარული ამბავი ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.

სიმპოზიუმის ფარგლებში გამოქვეყნდა პროგრამა, მოხსენებათა თეზისები,  ბანერები და ოფიციალური სერტიფიკატები. მასალები განთავსდა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე და დაიწყო მზადება მოხსენებათა კრებულის გამოცემისთვის. საგულისხმოა, რომ წინა სამი სიმპოზიუმის შედეგები გამოქვეყნდა, სამენოვანი პროგრამის, თე­ზი­სე­ბის და ორენოვანი (ქართულ-თურქული) მოხ­სე­ნე­ბათა კრებულების  სახით.  I, II და III სიმპო­ზი­უ­მის    კრებულებში ქართულ და თურქულ ენებზე, ინგლისური რეზიუმით  წარმოდგენილია ქართველი და თუ­რქი ის­ტო­რიკოსების ნაშრომები, წყაროები  და სამეცნიერო შეხედულებები, რომლებიც  აქამდე უცნობი იყო ერთმანეთისთვის. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო შეხვედრებს მანამდე მოკლებული იყვნენ ისტორიკოსები და სამეცნიერო ინფორმაციის ასეთი მასშტაბური გაცვლა  პირველად განხორციელდა ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებში.

ქართულ-თურქულმა  საერთაშორისო სიმპოზიუმებმა გაზარდა სამეც­ნი­ე­რო ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, მოგვცა დისკუსიისთვის აუცილებელი ფორმატი, გააფართოვა მეცნიერებს შორის კავშირები და რაც მთავარია, განავითარა ქართულ-თურქული სამეცნიერო ურთ­ი­ე­რ­თობები.  ეს სამეცნიერო დიალოგი დაახ­ლოებს  ორი ქვეყნის ისტორიკოსთა  სამეცნერო პოზიციებს,  საფუძველს ჩაუყრის  ერთობლივ სამეც­ნიე­რო კვლევებს და  ახალ შესაძლებლობებს  შექმნის საისტორიო აზროვნების განვი­თა­რე­ბისთვის.

programa/ PROGRAM/PROGRAM

მოხსენებათა მოკლე შინაარსები// Özet Kitapçığı Book of Abstracts

ლია ახალაძე

სამეცნიერო კვლევებისა და განვიტარების დეპარტამენტის უფროსი 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი