ახალი მემორანდუმი
მემორანდუმს ხელი მოაწერეს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და „მისო ევრო კრედიტი“-ს დირექტორმა, მიხეილ ნონიკაშვილმა.
სს „მისო ევრო კრედიტი“, როგორც პრაქტიკის ობიექტი, უზრუნველყოფს სსუ-ის სტუდენტთა სასწავლო პროცესის მხარდაჭერას არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. პროფესიული პრაქტიკის
განსახორციელებლად კი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინტელექტუალურ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს.
სს „მისო ევრო კრედიტი“ სსუ-ის სტუდენტებს ხელს შეუწყობს
თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე
იზრუნებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობაზე.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
